
ამ დროისთვის კიევში, "ევრომოედნის" ირგვლივ სამართალდამცველების რაზმების მობილიზაციაა. ევროინტეგრაციის მომხრეები მორიგ იერიშს ელოდებიან.
მანამდე კი გავრცელდა ვიდეოკადრები, როგორ სცადა უკრაინელმა მილიციამ დემონსტრანტების დაშლა. ევრომოედანზე შეკრებილებთან თავდაპირველად სასამართლოს აღმასრულებლები მივიდნენ და გააცნეს მთავრობის დადგენილება იმ ადგილას ნაძვის ხის მოწყობის შესახებ და განუცხადეს, რომ კარვები ამ დადგენილების შესრულებას ხელს უშლის.
ოპოზიციამ განაცხადა, რომ ყველანაირი უფლება აქვს, ჩაატაროს აქცია. ორგანიზატორთა განცხადებით, მათ ხელისუფლებაც გააფრთხილეს.
ორგანიზატორთა უარის შემდეგ აქციის დარბევა დაიწყო. მილიციის რაზმებმა ხელჯოხები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, აქციის მონაწილეებმა კი მათ ქვები დაუშინეს. "კარვების ქალაქის" აღების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, კიევის მილიციის უფროსი აცხადებს, რომ კარვებს აუცილებლად აიღებენ.