
მოსკოვის სავაჭრო ცენტრის სარეკლამო აბრაზე ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
გამთენიისას ხანძარი გაჩნდა მოსკოვის სავაჭრო ცენტრ “ევროპეისკიში”. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო იტყობინება, ცეცხლი მე–7 სართულზე მდებარე სარეკლამო აბრას გაუჩნდა, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის მიზეზით.
ხანძარმა კი 200 კვ./მ ფართობი მოიცვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები, განხორციელდა პერსონალის ევაკუაცია. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.