
უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მილიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების მიუხედავად, კარვების ქალაი ისევ რჩება. უვადო აქცია გრძელდება.
შეტაკების დროს მილიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა, აქციის მონაწილეებმა კი სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
შეტაკების მიუხედავად, პოლიციამ დემონსტრანტთა მიერ დაკავებული ტერიტორიის გაწმენდა ვერ შეძლო და ამ დროისთვის კიევში ისევ რჩება კარვების ქალაქი. მომიტინგეებში გავრცელდა ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს მიმართვა:
“ნუ ელოდებით და ნუ ითხოვთ, იმოქმედეთ და გაიმარჯვეთ!”, – ასეთია ტიმოშენკოს გზავნილი. პირველი კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერმინისტრმა. აზაროვის განცხადებით, რუსეთი ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად უკრაინას გაზის ტარიფების გადახედვით ემუქრებოდა, ევროკავშირი კი ამის კომპენსირებას არ აპირებდა.
გუშინვე გავრცელდა ევროკონისარ შტეფან ფულეს კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა და უკრაინამ პარაფირების ხელშეკრულებას 2013 წლის ბოლოსთვის მაინც მოაწერონ ხელი.