-
2013-11-24 19:57
ქართველი მომღერალი ოთო ნემსაძე ლვოვში, სავარაუდოდ, უტრამემარჯვენეებმა სცემეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა უკრაინელმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც განსხვავებულლი სიმბოლიკები ეჭირათ და ნაცისტურ ლოზუნგებს სკაბდირებდნენ, ქალაქის ცენტრში მარშით ჩაიარეს.
ღამის საათებში ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ „გოლოდომორის“ მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად გამოვიდნენ, მაგრამ მათ ეჭირათ კელტური ჯვრებით გაფორმებული, ასევე უკრაინისა და საბერძნეთის დროშები, ხოლო ერთერთ ბანერზე იყო წარწერა: «Ukrainian Brotherhood».
შეკითხვაზე, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, მარშის მონაწილეებმა უპასუხეს, რომ უბრალოდ, ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებიც გულგრილად ვერ ეკიდებიან ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
„უკრაინა მხოლოდ უკრაინელებისთვის!“ და ნაცისტური მისალმება ამ მარშის თანმხლები ატრიბუტები იყო.
მარშის მონაწილეებმა სამი ებრაელი ტურისტი და ქართველი მომღერალი ოთო ნემსაძე სცემეს. ისინი ულტრამემარჯვენე ახალგაზრდებმა ეთნიკური ნიშნით გამოარჩიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.