
მილიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ხელკეტები და ხმოვანი ასაფეთქებელი ბურთულები გამოიყენა ევროპული კურსის მომხრეების წინააღმდეგ.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეტაკება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ევროინტეგრაციის მომხრეები მინისტრთა კაბინეტის შენობას მიადგნენ.
ამავე დროს, დემონსტრანტთა კოლონა უკვე პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვესაა მისული, რომელსაც ელიტარული საჯარისო ფორმირებები იცავენ.
კიევში, ევრომოედანზე ამ დროისთვის ე.წ. კარვების ქალაქის გაშლა დაიწყეს. მომიტინგეები ყურად არ იღებენ მილიციის მითითებას დაშლის შესახებ.