ტრაგედია, რომელიც ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო, 6 ივლისს სამარაში, 02:30 სთ-ზე მოხდა - ავრორისა და გაგარინის ქუჩების გადაკვეთაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი აფეთქდა.
Chevrolet Cruze-ს 29 წლის მძღოლმა ყურადღება არ მიაქცია შუქნიშანს და წითელზე გაიარა, რა დროსაც LADA Priora-ს შეეჯახა. ეს უკანასკნელი, რომელსაც 31 წლის სამარელი მართავდა, შეჯახებისთანავე აფეთქდა. ორივე მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო „ლადას“ ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.