
ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანეს არჩევნებს ულოცავენ. ამის შესახებ სამი ქვეყნის საელჩოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, რომლის დროსაც პირველად, ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით აირჩიეს ყველა მერი და გამგებელი. შაბათს ჩატარებული მეორე ტურის არჩევნები ასახავს კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოს.
ჩვენს ერთობლივ დამკვირვებელთა მისიაში შედიოდა 56 მონიტორი ამერიკის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებიდან. მათ მოიარეს 10 საარჩევნო ოლქი და 300-ზე მეტი უბანი მოინახულეს.
ჩვენ მივესალმებით სხვა საერაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ძალისხმევას.
მათთან ერთად, ჩვენი დამკვირვებლებიც აღნიშნავენ ზოგადად არსებულ მშვიდ საარჩევნო გარემოს, მცირე რაოდენობის დარღვევებით, დაახლოებით 1525 უბანზე.
ჩვენ ვულოცავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათ პროფესიონალიზმს, რაც აისახა მიმდინარე არჩევნების წარმატებით ადმინისტრირებისას“,-ნათქვამია განცხადებაში.