-
2014-07-13 10:23
სოციალურ ქსელ "რედიტის" ერთ-ერთი მომხმარებელი სამხრეთ კორეიდან წერს, რომ ვიდეო, სადაც თითქოსდა აღწერილია ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების გასვლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სინამდვილეში პაროდიაა.
მისი განცხადებით, ვიდეომასალა არ გასულა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიაში, როგორც ამას მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება იუწყებოდა.
მომხმარებელი წერს, რომ დიალექტი, რომელიც სიუჟეტში ისმის, ჩრდილოკორეული არაა, ამას გარდა, ჩრდილო ეთკორეაში ჩემპიონატის მატჩების ჩანაწერების ნაწილს უჩვენებენ და მოქალაქეებმა კარგად იციან, რომელმა ნაკრებმა რა წარმატებას მიაღწია.