-
2014-07-12 12:15
ხულოს #36 საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო ყუთში ჩაყარა ბიულეტენები, რაც დააფიქსირა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ უარყო ეს ფაქტი.
გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარემ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიმართ, რომელმაც დარღვევაზე მიუთითა, გამოიჩინა აგრესიული დამოკიდებულება და ხელი შეუშალა დაკვირვების განხორციელებაში.
დაიწერა საჩივარი ოლქში კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე, დამკვირვებლზე ზეწოლისა და მისი უფლების შეზღუდვის, ასევე გაყალბების მცდელობის საფუძვლით.