ყრილობაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა ზუსტად ცხრაჯერ გადაუხადა

Image

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მოქმედმა პრემიერმინისტრმა ყოფილს მადლობა ზუსტად ცხრაჯერ გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ მადლობას უძღვნის და მისი დამსახურებები ჩამოთვალა ისე, რომ ყოველ პუნქტს მადლობა ცალ-ცალკე მიაყოლა:

 

"მივესალმები ყრილობის დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს და განსაკუთრებული პატივისცემით მე მინდა მივესალმო ბიძინა ივანიშვილს და მადლობა გადავუხადო მას. მადლობა იმისათვის, რომ დღეს საქართველო თავისუფალია, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, თქვენ დაგვიბრუნეთ ჩვენი სამშობლო, მადლობა იმისთვის, რომ განსხვავებული აზრისთვის აღარავის დევნიან, მადლობა სიცრუის, ძალადობის და უსამართლობის დამთავრებისთის, მადლობა იმისთვის, რომ ქუჩაში ჩვენს თანამოქალაქეებს აღარავინ კლავს, ციხეებში პატიმრებს აღარ აწამებენ. მადლობა წართმეული უფლებების დაბრუნებისთვის. მადლობა ღირსების დაბრუნებისთვის, მომავლის იმედისთის, საქართველოს გადარჩენისთვის, მადლობა ყველაფრისთვის"– განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისალმებისა და მადლობის გადახდის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ახალ პლატფორმაზე საუბარს სეუდგა. სავარაუდოდ, წესდების ამონარიდების სუფლიორზე კითხვისას ერთი უხერხულობა შეიქმნა, როცა სუფლიორი გაითიშა: ღარიბაშვილმა პლატფორმაზე საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და უხერხული პაუზის განსამუხტავად წყალი დალია, ხოლო დამსწრე საზოგადოებამ მას ტაში დაუკრა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !