
დონეცკში კარგად ცნობილი სეპარატისტი „ბოევიკი“ არსენ პავლოვი, იგივე „მოტოროლა“ დაქორწინდა. ქორწილის ცერემონიის ამსახველი ფოტოები „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა.
ფოტოებზე ასახულია ხელშეხვეული ნეფე და საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელსაც მარცხენა მხარზე ტყავის ბუდეში ჩადებული პისტოლეტი აქვს მოგდებული. თვალსაჩინო ადგილასაა ე.წ. „გეორგიევსკის ლენტიც“.