
საქართველოს პრემიერმინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა და ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
პრემიერმა ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში, რაც ხელმოწერით დაადასტურა, ხოლო ჟურნალისტებთან კომენტარის დროს მან ედუარდ შევარდნაძის როლზე ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატონი ედუარდ შევარდნაძე", - ასე დაასრულა კომენტარი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.