"მე ბევრი კეთილი საქმე მახსოვს, რაც შენი მერობის პერიოდში გაკეთდა", - ასე იწყებს კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე წერილს, რომლითაც იგი გიგი უგულავას მიმართავს.
მე ბევრი კეთილი საქმე მახსოვს, რაც შენი მერობის პერიოდში გაკეთდა. მე, როგორც ხელოვანი, ვგრძნობდი შენს გვერდში დგომას. გულსატკენია, როცა ჩემი თბილისის მერს გისოსებს მიღმა ვხედავ.
მინდა გაგამხნევო შენ და შენი ოჯახი, მშობლები, მეუღლე და შვილები. პირველ რიგში, გისურვებ ჯანმრთელობას! შენთვის ამ რთულ დღეებში, მე შენს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები მახსენდება". მაცაცო სებისკვერაძე