შეცდომა
  • Error loading feed data

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

Image

ისრაელში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

 

 

"ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისრაელში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი. საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს წარმომადგენლობას ცხელი ხაზის ნომერზე +972-526919092.

 

ასევე გაცნობებთ, რომ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური რეგიონების ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში გახსნილია საზოგადოებრივი თავშესაფარი. სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშესაფარის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.

 

საქართველოს საელჩო ისრაელში საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ისრაელის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ ინსტრუქციებს. მასში მოყვანილია ის ძირითად პრინციპები, რომლებიც მოქალაქეების მიერ უნდა იყოს დაცული სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში:

 

1) განგაში გაისმა მაშინ, როცა იმყოფებით შენობაში:

 

თავი შეაფარეთ სახლში არსებულ სპეციალურად დაცულ ოთახს. თუ ასეთი ოთახი არ არსებობს, მაშინ უნდა მიაკითხოთ სახლთან არსებულ უახლოეს საზოგადოებრივ თავშესაფარს. საზოგადოებრივი თავშესაფარი ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს;

 

2) იმყოფებით შენობის გარეთ:

 

შეგიძლიათ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობაში არსებულ თავშესაფარს. თუ იმყოფებით მანქანაში და გაიგეთ სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაში, უნდა შეაჩეროთ მანქანა, გადააყენოთ გზის სავალი ნაწილიდან, გადმოხვიდეთ და მიაკითხოთ უახლოეს თავშესაფარს (საზოგადოებრივს ან შენობაში არსებულს). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, დაწექით მიწაზე მანქანიდან მოშორებით და თავი დაიფარეთ ხელებით. დაცული ტერიტორიის დატოვება შესაძლებელია განგაშიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ.

 

დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შეგიძლიათ ეწვიოთ ისრაელის ზურგის სამსახურის ვებ-გვერდს შემდეგ მიმსამართზე: www.oref.org.il ან ხსენებულ ორგანიზაციას დაუკავშიერდეთ ტელეფონის ნომერზე 104." - ნათქვამია განცხადებაში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !