რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.
სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, განაცხადა, რომ ვერტმფრენი, რომელზეც ქართული მხარე საუბრობს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნის, რადგანაც, იმ დროისთვის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს საზღვართან არ დაფრინავდა.
ცნობისათვის, "მი-8" ტიპის სახმედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე გუშინ დილით დაარღვია და გარკვეული დროის განმავლობაში მეჯვრისხევსა და საკორინთლოს თავზე დაფრინავდა.