„ჩემო გიგი ... ერთადერთი იყავი მთელს შენს პოლიტიკურ გუნდში, ვისგანაც ვგრძნობდი პატივისცემას და სიყვარულს"

Image

ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისის ყოფილ მერს ღია წერილით მიმართავს. 

 

 

„ჩემო გიგი, გავიგე, რომ ადვოკატები გიყვებიან ყველაფერს, რასაც შენზე წერენ და ამბობენ აქ, მეტად თავისუფალ და ზოგჯერ აღვირახსნილ სოციალურ სივრცეში, ამიტომ გადავწყვიტე მეც აქედან შემოგეხმიანო ისე, რომ არ შემეშინდეს ჩემი შენდამი გულწრფელი დამოკიდებულების გამოხატვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერც შენი დროის და ვერც ამჟამინდელმა მთავრობამ გამიგოს და არც საზოგადოების იმ ნაწილს ეამოს, ვიცთვისაც გასული წლების განმავლობაში უფრო რთული იყო სამშობლოში თავისუფლად სუნთქვა ვიდრე ახლა.

 

თუმცა როდესაც ადამიანის ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი მომენტი, ვფიქრობ მისი კეთილი საქმეებით განცდილი სიხარული მინიმუმ კეთილი სიტყვებით უნდა დაუბრუნდეს განსაცდელის ჟამს! მიხარია, რომ შენს შემთხვევაში ეს ასეც ხდება! მინდა რომ ეს განსაცდელი ისევ და ისევ საკუთარი სულიერი სრულყოფისთვის გამოგადგეს, რადგან შენი მორწმუნეობიდან გამომდინარე ვიცი, რომ ზუსტად იცი რა შემთხვევაში უშვებს უფალი თავის მძიმე ჯვარს ადამიანზე!

 


ჩემო გიგი, მინდა დიდი მადლობა გითხრა, რომ წინა წლებში თითქმის ერთადერთი იყავი მთელს შენს პოლიტიკურ გუნდში, ვისგანაც ვგრძნობდი პატივისცემას და სიყვარულს. დიდი მადლობა რომ ისეთი გუნდი გყავდა მერიაში (ლალიკო, მამუკა, ფატი, ნეკა, შოთიკო), რომლებთან თანამშრომლობა ერთი სიამოვნება იყო და არის ყველასთვის, ვინც თბილისში შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. დიდი მადლობა, რომ აგრეთვე შენი გუნდის მრავალი წევრისგან კარდინალური განსხვავებით ერთი წუთით არ მიგიტოვებია უფროსი თაობა, ამიტომ უყვარხარ და გგულშემატკივრობენ ჩვენი მხცოვანი კომპოზიტორები, მსახიობები, მწერლები.

 

დიდი მადლობა, რომ ერთადერთი იყავი შენს ლელასთან ერთად, ვინც შენი პოლიტიკური გუნდისადმი კრიტიკული განწყობის გამო გარიყული და აკრძალული ნატო მეტონიძის გულშემატკივრობა არც ერთი წუთით შეგიწყვეტია და პირველი იყავი ვინც შენი კოლეგების მიერ "ერის მოღალატედ" გამოცხადებულ პაატა ბურჭულაძეს ხელი გაუწოდე და გულნატკენი ხელოვანი ხელახლა შემოაბრუნე სამშობლოსაკენ. დიდი მადლობა, რომ ელისო ვირსალაძის ფესტივალის აღდგენა ჩაიდე თავში და ყველაფერი გააკეთე ამისათვის. დიდი მადლობა, რომ საოცარი თეატრალური ფესტივალი დააარსე და ჭოლას და ეკა მაზმიშვილს ჩააბარე, თუმცა რა თქმა უნდა არ იყო სწორი ქეთი დოლიძის ისტორიული ფესტივალის დახურვა, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ძნელია ყველასთვის შეძლო თანაბრად კარგის კეთება, მუდმივ მოქმედებას შეცდომები ახლავს.

 

დიდი მადლობა, რომ ყოველ თბილისობაზე უბრალო პოპ მუსიკის კონცერტს კი არ გეგმავდი, არამედ ერთობლივად საათობისთ ვსხდებოდით და ვმსჯელობდით ფართო საზოგადოების გემოვნების ამაღლებისათვის რა რეპერტუარი ყოფილიყო უპრიანი. სწორედ შენი პროექტების დამსახურებით მომიწია დიდი ქართველი კლასიკოსების ათობით შესანიშნავი და ზოგჯერ მივიწყებული სიმღერის გაორკესტრება და შესრულება. შენი სურვილი იყო სიმფონიური ორკესტრი გამხდარიყო სახალხო და ამისათვის ქალაქის დღესასწაულებზე მათთვის ჰონორარსაც არ იშურებდი, რაც იმ წლებში ერთადერთი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო ყველაზე დაბალ-ანაზღაურებადი ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებისათვის.

 

საყვედურიც გეკუთვნის, ყველას გვქონდა იმედი, რომ ჩვენს ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საკონცერტო დარბაზს მიხედავდი, მით უფრო, რომ ლიანა ისაკაძის და ჩვენი ორკესტრის კონცერტის დასასრულს საჯაროდ დაპირდი ყველას, მაშინ ხომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი იწყებოდა, თუმცა სამწუხაროდ ისევ იმ დღეში ვართ ახლა, შეიძლება უარესშიც კი, დარბაზი დაიხურა სიცოცხლისათვის საშიში პირობების გამო. დიდი იმედი მაქვს რომ ამჟამინდელი მთავრობა მომეხმარება და ქუჩაში არ დატოვებს 90 წლიანი ისტორიის მქონე კოლექტივს, პრემიერმინისტრი დაგვპირდა კიდეც, თუმცა არ შემიძლია არ გითხრა კიდევ ერთი მადლობა იმის გამო, რომ შენი მერობის დროს თბილისის მერია იყო ერთადერთი უწყება, რომელიც ჩვენი მუსიკალური ცენტრის პროექტებს აფინანსებდა. ჯერ მარტო საოცარი საგუნდო ფესტივალი და ნიჭიერ ბავშვთა დათვალიერება-კონკურსები რად ღირს, რამდენი შესანიშნავი კონცერტი ჩატარდა და ტარდება დღესაც. რამდენ რამეს ვერ ვიხსენებ, სუხიშვილები და ჩვენი ორკესტრის პროექტი გახსოვს? რა მაგარი გამოვიდა… ფილარმონიაში რამდენი კომპოზიტორის საავტორო საღამო გაკეთდა მერიის ხელშეწყობით… მაცაცო, ნუნუ, მარიკა, ბიძინა, ვაჟა… ნანი ბრეგვაძის განუმეორებელი ბენეფისი… და როკისა და ალტერნატივის ქართველი მომღერლების პროექტი ჩვენს ორკესტრთან ერთად რა მაგარი იყო შუშის ხიდის ქვეშ, ზედ სანაპიროზე… 

 


ხოდა ჩემო მეგობარო, მინდა გისურვო მხნეობა, სიმტკიცე და სიძლიერე, სინანული და სიხარული, ჯანმრთელობა და დროული დაბრუნება. ვიცი, რომ აპირებდი ჩვენი ჩელოს ფესტივალის დახურვაზე მოსვლას და დედაჩემისადმი მიძღვნილი ჩემი სიმფონიური ნაწარმოების მოსმენას, მაგრამ ვერ მოახერხე. ნეტა შეიძლებოდეს მუსიკის შემოგზავნა, სიამოვნებით მოგაწვდიდი ჩანაწერს. 

 


ხვალიდან ატყდება ერთი ამბავი, ჟურნალისტები გადაწერენ ჩემს სტატუსს, ფორუმებში შეურაცმყოფელ კომენტარებს მომიძღვნიან, ფეისბუქში აზრები ორად გაიყოფა, ვიღაც პოლიტიკურ კონიუქტურად ჩამითვლის, ვიღაც ძველი დროის ნოსტალგიად, მერე ჩემს გარშემო მეგობრებს შეეშინდებათ რამე არ დამიშავდეს, უფროსწორედ ჩემზე ისე არ განაწყენდეს ხელისუფლება, რომ ამან ორკესტრსა და ცენტრის გეგმებზე უარყოფითად არ იმოქმედოს.

 

რაღა დაგიმალო და მეც ვნერვიულობ. არ მინდა რომ ჩემი მოსაზრების გამო ვინმე დაისაჯოს, ვინმეს სრულყოფილ მოღვაწეობას, საქმიანობას საფრთხე შეექმნას. მსგავსი ალბათობა შენს დროშიც უხვად იყო და შესაძლოა ახლაც არის, თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ კი ყველა მორწმუნე გააცნობიერებს, რომ უფალი ადამიანს უდიდეს ცოდვას, მკვლელობასაც კი პატიობს გულწრფელი აღსარების და მონანიების შემთხვევაში. ხოდა ხომ შეიძლება ოდნავ მაინც მივისწრაფვოდეთ უფლის მსგავსებისკენ… 
ჩემო გიგი გისურვებ ღვთის წყალობას!“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !