ისრაელის ლიდერები ბრძოლაში სახმელეთო ძალების ჩართვაზე აკეთებენ მინიშნებას

Image

მეოთხე დღეა, ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშს განაგრძობს; პალესტინელი შეიარაღებული მებრძოლები კი ისრაელის შუაგულში ცდილობენ სარაკეტო იერიშის მიტანას.

 

 

”როიტერის” თანახმად, ბოლო დღეებში განხორციელებულ იერიშს, სულ მცირე, 82 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის განცხადებით, მათი მიზანი ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშისათვის წინააღმდეგობის გაწევაა. ისრაელის ლიდერები უკვე სახმელეთო ძალების ჩართვაზეც აკეთებენ მინიშნებას-გამოძახებულია 20 000 რეზერვისტი.

 

ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ამ დროისათვის ბრძოლა ისე მიმდინარეობს, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა მომავალში, შესაძლოა, სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ამ დროისათვის ჩვენ ”ჰამასსა” და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს დავარტყით და თუ ბრძოლა გაგრძელდა, იერიშებს რაოდენობასაც გავზრდით,”-აღნიშნა პრემიერმა.

 

”ჰამასის” წარმომადგენლის სამი აბუ ზუჰირის განცხადებით, ”ჩვენ ბოლომდე ომისათვის ვართ მზად.”

 

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხუთშაბათს ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ობამას თქმით, ამერიკის სურვილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში დაეხმაროს მხარეებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შეშფოთება გამოთქვა დაღუპულების გამო და დაზავებისკენ მოუწოდა ორივე მხარეს.

 

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის წარმომადგენლის თქმით, „არავის სურს სახმელეთო ბრძოლები იხილოს.”

 

შეგახსენებთ, პალესტინასა და ისრაელს შორის ურთიერთობის გამწვავება ისრაელელი და პალესტინელი მოზარდების მკვლელობამ გამოიწვია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !