ხონის რაიონის სოფელ საწულიკიძეოში 17 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი ახალგაზრდა, საკუთარ სახლში მეზობლებმა იპოვეს.
მეზობლების თქმით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა, მშობლები თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები. რა გახდა სუიციდის მიზეზი უცნობია, ახლო ნაცნობების თქმით, ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა.