ხუთი შვილი ქუჩაში რომ დამიტოვოთ და რვავე ბრალდებაზე პატიმრობა შემიფარდოთ, ბრძოლას გავაგრძელებ, - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავამ ეს კომენტარი სასამართლო პროცესზე გააკეთა, როცა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროკურორებმა შუამდგომლობა დააყენეს და საქმის ფარგლებში შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვეს.
აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების მოტივად პროკურორებმა დღევანდელ სასამართლოზე ის დაასახელს, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე შეფარდებული გირაოს შემდეგ, დაარღვია გირაოს პირობები და ჩაიდინა ახალი დანაშაული.
როგორც ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, აქ იგულისხმება ახალი ბრალდება, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა დააპატიმრეს.
"გირაოში ჩადებული ჩემი სიდედრის ბინის ჩამორთმევა უნდათ. ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი?! ჩემი ავადმყოფი სიმამრი ბრალდებულია და რუსთავში უწევთ სიარული, ჩემი ქვისლი გიორგი ღონიაშვილი დააპატიმრეს, მე კი აგერ ვარ. ჩემს სიდედრს ბინას ართმევენ. რაც არ უნდა ქნათ, თუნდაც სახლი ჩამომართვათ, სულ რომ 5 შვილი გარეთ დატოვოთ, რვავე ბრალდებაზე რომ შემიფარდოთ წინასწარი პატიმრობა, მნიშვნელობა არ აქვს, მე ბრძოლას ვაგრძელებ. თქვენ უკვე გადაკვეთეთ ღერძულა ხაზი და გახსენით ის ცეცხლი, რომელშიც თვითონ დაიწვებით", - მიმართა გიგი გულავამ შუამდგომლობის საპასუხოდ პროკურორებს.