
ჯგუფ „ბანის“ მიერ შესრულებული „რაჭულის“ ახლებურმა ინტერპრეტაციამ, რომელიც გოგონების უკანალზე ხელების ტყაპუნით გამოიხატა, საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია.
ვიდეოს ნახვის შემდეგ, სოციალურ ქსელში კომენტარი გია ჯაჯანიძემაც გამოაქვეყნა.
„არ იცით, რა მასალა მიეცით ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს", - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გია ჯაჯანიძე.