მოინანია თუ არა "თვითმფრინავის ბიჭების" ამბავი ედუარდ შევარდნაძემ

Image

ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეში ედუარდ შევარდნაძის როლზე ბევრს საუბრობდნენ.  ზოგი გადაჭრით ამბობდა, რომ მან ამ მკაცრი განაჩენით მოსკოვს მოაწონა თავი, თორემ შეეძლო გადაერჩინა ბიჭებიო.

 

ზოგი ამბობდა, ვერაფერს შეცვლიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის ერთ-ერთი მონაწილის, სოსო წერეთლის დედა, ლეილა წერეთელი საუბრობს.

 

„სიკვდილისთვის ყველა ადამიანი მეცოდება, ბუნებრივია, შევარდნაძეც შემეცოდა...  მიუხედავად იმისა, რაც მან გაუკეთა ჩემ შვილს და საერთოდ ჩემ ოჯახს, არასოდეს არ გამილანძღავს, ერთი აუგი სიტყვა არ მითქვამს მასზე.

 

ედუარდ შევარდნაძე ჩემ მეუღლეს, კოტე წერეთელს ხელისგულზე ატარებდა, ვინაიდან კოტე მსოფლიო დონის მეცნიერი იყო. ახლა ბევრი ამბობს, შევარდნაძეს ბიჭების განაჩენის შეცვლა შეეძლოო, მაგრამ ამის ასე თქმა ძალიან რთულია. მაშინ სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა სიტუაცია, მარტო შევარდნაძე ვერაფერს გადაწყვეტდა.

 

უამრავი სხვა ადამიანი იყო ჩართული, როგორც საქართველოში ისე რუსეთში, თუმცა იმის თქმა, რომ შევარდნაძის გარეშე მიიღებდა რუსეთი დახვრეტის გადაწყვეტილებას არ შეიძლება. სასამართლო პროცესებს მე არ დავსწრებივარ, რადგან ჩემი სოსიკო თვითმფრინავში დაიჭრა და სასამართლო პროცესებამდე გარდაიცვალა.

 

წელიწადი გაგრძელდა პროცესი. ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, რომ მაინც შეიძლებოდა ამ ბიჭების გადარჩენა. მე სულ ვამბობდი, ჩემი შვილი ხომ გარდაიცვალა და ამ ბიჭებს ნუღარ დახოცავთ, მიუსაჯეთ 20, 25 ან თუნდაც 30 წელი, მაგრამ დახვრეტით ნუ დახვრეტთ-მეთქი, მაგრამ აბა მე ვინ დამიჯერებდა?! საბოლოოდ მაინც დახვრეტა გადაწყვიტა კომუნისტურმა მთავრობამ.

 

... როდესაც შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, მე და ჩემი მეუღლეც მიგვიწვიეს ცერემონიაზე. ბზობა იყო. ილია მეორემ ჩამოიარა და იქ მყოფთ ბზა და სანთელი დაგვირიგა.

 

მაშინ მივედი ედუარდთან და ვუთხარი: ბატონო ედუარდ, დღეს ყველას გვწამს და შეგვიძლია ეკლესიაში შესვლა და პირჯვრის გადაწერა, ხოლო ჩემი შვილი სწორედ ამას შეეწირა-მეთქი. გადააქნია თავი, მოვიდა ჩემ მეუღლესთან, ჩამოართვა ხელი და ჩემთან რეზიდენციაში მობრძანდით ამ დღეებშიო.

 

მართლაც რამდენიმე დღეში მოვიდა გამოგზავნილი მანქანა და მე და კოტე წავედით მასთან. როდესაც მივედით, ადგა ფეხზე, ხელი ჩამომართვა, ლოყაზე მაკოცა და ასეთი რამ თქვა: მე ბევრი კარგი გავაკეთე, შეიძლება ბევრი ცუდიც, მაგრამ ეს ისეთი რამ ჩავიდინე ("თვითმფრინავის ბიჭების" ამბავს გულისხმობდა), რომ ისე ჩავალ მიწაში, რომ ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებო...“ - ამბობს ლეილა წერეთელი.

 

 

http://www.kvirispalitra.ge/public/22245-qes-bavshvebi-sheitsira-komunisturma-rezhimma-da-ara-eduard-shevardnadzemq.html

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !