ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ელმარ ბროკმა და ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ქრისტიან პრედამ საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლის კამპანიასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.
„ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები აიძულეს მოეხსნათ კანდიდატურები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისიც რომ ოპოზიციის წევრთა წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის უფროსის და თბილისის მერის, გიგი უგულავას შემთხვევა - რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და რომელსაც უარი ეთქვა გირაოზე, დიდ შეშფოთებას იწვევს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული პრინციპების ერთგულებასთან დაკავშირებით. მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - დაშინების მიმდინარე კამპანია პოლიტიკური აგნარიშსორება და ვენდეტაა.
მთავრობამ რომელმაც სულ მცირე ხნის წინ მოაწერა ხელი ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ვალდებულია მიიღოს როგორც ერთი მონეტის ორი მხარე ის პოლიტიკური ძალები რომლებიც წარმოადგენენ როგორც ოპოზიციას ასევე მთავრობას. სწორედ ესაა ევროპული გზის ფუძემდებლური პრინციპები.“- განაცხადეს მათ.