
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდა, აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე ასარჩევად უალტერნატივოა.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ „კურიერთან“ საუბარში აღნიშნა.
წამყვანის კითხვაზე, რამდენად ძლიერი კონკურენტი იქნება გიგი უგულავა, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, დავით ნარმანიამ განაცხადა:
"არა აქვს მნიშვნელობა ვის დაასახელებს ნაციონალური მოძრაობა, მე ვფიქრობ,რომ სერიოზული კონკურენტი არ მეყოლება. მე და გიგი უგულავა სხვადასხვა წონითი კატეგორია ვართ ", - აცხადებს დავით ნარმანია.