სირიაში გაეროს შუამავალი სტეფან დე მისტურა იქნება

Image

„როიტერი” დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გაეროს ვეტერანი მაღალჩინოსანი, ერაყსა და ავღანეთში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა, შესაძლოა, ახლა სირიაში გაეროს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს.

 

 

დე მისტურა ამ თანამდებობაზე ლაკდარ ბრაჰიმს ჩაანაცვლებს. ოთხშაბათს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და ახალი ელჩის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაეროსა და არაბული ლიგის პირველი წარმომადგენელი გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი იყო, რომელიც ბრაჰიმმა 2012 წელს ჩაანაცვლა. კოფი ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს ადანაშაულებდა, რომელმაც გაერთიანება ვერ შეძლო ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად. უშიშროების საბჭოში რუსეთი, ჩინეთთან ერთად, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა რეზოლუციას ბლოკავს. 

 

ქვეყანაში სამოქალაქო ომი 2011 წლის მარტში დაიწყო, რასაც გაეროს მონაცემებით 150 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; სირიის ორ მილიონზე მეტი მოქალაქე კი ლტოვილად იქცა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !