
კიევში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც „ევრომოედანი“ მოაწყვეს, დარბევას დილის საათებში ელოდებიან.
„ევრომოედანზე“, რომელიც კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზეა ორგანიზებული, ხალხის რაოდენობა ამ წუთებშიც მატულობს. მოსალოდნელი დარბევის შესახებ ჟურნალისტებს ერთერთმა ორგანიზატორმა შეატყობინა, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის პოლიციის სამმართველოდან დაურეკეს.
მისი თქმით, დარბევის მოტივად იმას გამოიყენებენ, რომ საახალხწლო ნაძვის ხის მოსართავად მოტანილი ტექნიკით დატვირთული ავტომობილები ტერიტორიაზე შესვლას ვერ მოახერხებენ.
ზემოთხსენებული სატვირთო ავტომობილი მოედანზე შესვლას 22 და 23 ნოემბერსაც ცდილობდა, მაგრამ აქციის მონაწილეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.