ივლისის სასიყვარულო პროგნოზი

Image

ზაფხული ძალაში შედის და საკურორტო რომანების პერიოდიც დგება. თუმცა სანამ თვის დიასახლისი ოჯახის მოყვარული და "შინაურული" კირჩხიბია, უმჯობესია, უმთავრესი აქცენტი პირად ცხოვრებაში უკვე არსებული ურთიერთობების გამყარება-შენარჩუნებას მოახმაროთ.

 

ივლისის თვე განსაკუთრებით "ცხელი" ამ მხრივ ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ლომის, ვერძისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის იქნება. ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლომები, რომელთაც ზოგადად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არცთუ მარტივი პერიოდი უდგათ.

 

გამორიცხული არ არის დიდი დილემის წინაშეც იყოს ბევრი მათგანი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე. ძვირფასო ლომებო, მინდა გაგახაროთ – ივლისის შუა რიცხვებიდან თქვენთვისაც დაუბერავს ზურგის ქარი და აქამდე დაძაბული სიტუაცია რაღაც დოზით მაინც განიმუხტება.

 

მნიშვნელოვანი იქნება ივლისის თვე კუროებისთვისაც. მათ ცხოვრებაში დიდი ალბათობით ე.წ. "წარსულის ადამიანი" გამოჩნდება და მოინდომებს ადრინდელი რომანტიკული კავშირების განახლებას. ამასთან ერთად, იგი ნაკლებად დაიდანაშაულებს თავს რამეში და ისე მოიქცევა თითქოს არც არასოდეს დაშორებულხართ.

 

ქალწულებისთვის სასურველია თავი შეიკაონ ახალი რომანის წამოწყებისგან, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ამ თვეში გაიცნობთ რეალურად დიდი მანიპულატორი შეიძლება აღმოჩნდეს ყოველგვარი გულწრფელი გრძნობების გარეშე. მნიშვნელოვანია ეს თვე მშვილდოსნებისთვისაც, მათ ცხოვრებაში მოულოდნელი ვნების ქარიშხალი გაღვივდება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ თავადაც შეუწყობენ ისინი ხელს ამ ყველაფერს.

 

ხოლო თევზებს ასტროლოგები ურჩევენ, ივლისი პირადი ურთიერთობების გაანალიზებას დაუთმონ. იმიტომ რომ, თუკი თქვენ რაღაცით უკმაყოფილო ხართ და პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგაჩნიათ, დიდი ალბათობით თავად ითხოვთ ზედმეტს. მოგეხსენებათ, ყველაფერი დამსახურებისამებრ გვეძლევა ამ ქვეყანაზე.

 

 

http://www.astrologi.ge/astro-ambebi/3098-ivlisis-thvis-sasiyvarulo-prognozi.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !