ნინო სურგულაძის დაფუძნებული ფონდი "ნატვრის ხე" ხვალ პირველ მარათონს გამართავს

Image

ხვალ, 10 ივლისს, 22:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებული ფონდი "ნატვრის ხე" საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.

 

 

 

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები:

თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც უდირიჟორებს იტალიელი მაესტრო, ბელგიის ლიეჟის სამეფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი პაოლო არივაბენი, ის გახლავთ მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი და აღიარებული, ყველა დიდი თეატრის სტუმარი – დირიჟორი.

 

ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ესპანეთიდან ტენორი – მასიმილიანო პიზაპია, რომელიც დღევანდელობის ერთ–ერთ დიდ მსოფლიო  ტენორად არის აღიარებული,  სოპრანო – ელენა მოშუკი, რომელზეც ფრანკო ძეფირელმა თქვა: "როგორც იქნა გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი ოპერის სამყაროში და მადლობა ღმერთს, რომ ის ჩვენ გვაჩუქა".  მეცო – სოპრანო ენკელეიდა შკოზა, მას ნამუშევარი აქვს ყველა დიდ დირიჟორთან და ნამღერი აქვს ისეთ დიდ თეატრებში, როგორიც არის, მეტროპოლიტენი, ლასკალა და კოვენთგარდენი. იგივე შეიძლება ითქვას ბარიტონ კრისტოფერ რობერტსონზე.

 

საღამოზე შესრულდება "ვერდის", პუჩინის", "ბიზეს" და "სენსანსის" ცნობილი საოპერო ჰიტები. კონცერტი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

კონცერტის მიმდინარეობისას ნებისმიერ მსურველებს, ნებისმიერი ქსელიდან, მათ შორის "სილქნეტის" და ახალი ქსელების აბონენტებს, შესაძლებლობა ექნებათ აკრიფონ ნომერი 0901900999  (ზარის ღირებულება 1 ლარია.)  – და დაეხმარონ: ნინო ჩიქოვანს (22 წლის ნიჭიერ საოპერო მომღერალ, კონსერვატორიის სტუდენტს,  რომელსაც მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი – ვენურ არტერიული მალფორმაცია  დაუდგინდა და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა) ქეთევან აბაშიძეს (4 წლის), ნიკოლოზ ვაშაკიძეს (6 წლის) ნანიკო ტორონჯაძეს (11 წლის) ვიტალი კილასონიას (16 წლის).

 

ზემოთ ჩამოთვლილი ბავშვები მძემედ არიან დაავადებულნი, რამდენიმე მათგანი კი საზღვარგარეთ გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

 

ნინო სურგულაძის პრესამსახური

591 91 38 38

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !