ბრაზილია-გერმანიის ნახევარფინალის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას, თუმცა, მან მატჩისადმი საკუთარი დამოკიდებულება მაინც გამოხატა.
ნომერ პირველმა არგენტინელმა "ტვიტერზე" საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ობიექტივში შვიდ თითს აჩვენებს, რაც გერმანელების მიერ ბრაზილიელთა კარში გატანილი გოლების ტოლფარდია.