
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
ინციდენტი დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, ჩოხაში გამოწყობილმა მოქალაქეებმა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკებისას ხანჯლით დაჭრეს. დაჭრილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ერთი მოქალაქე მსუბუქად არის დაჭრილი. "საქმე აღძრულია 118-ე მუხლით, რომელიც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს ნინო გიორგობიანი.