-
2014-07-08 17:43
თბილისში, ბელიაშვილის 8 ნომერში, კომპანია "ორიენტ ლოჯიკის" საპირფარეშოში გიურზა იპოვეს, -ამის შესახებ ,,ნიუს.ჯი" წერს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, მათ სამსახურში გამოძახება შევიდა და ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გიურზა დახვდათ.
"სავარაუდოდ მანქანას ჩამოყვა, ალბათ, კახეთის რეგიონიდან, იცის მანქანაში შეძვრომა. თბილისში, მითუმეტეს ამ ადგილას, არ უწყობს ხელს ადგილმდებარეობა, რომ გაჩერდეს. ხეებიდან იყო შესული მეორე სართულზე", - განაცხადა გიორგაძემ