
ილია მექერიშვილს – სოფელ კოლაგში 2012 წლის 30 სექტემბერს ტრაგიკულად დაღუპული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ბაბუას უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ილია მექერიშვილმა დაზიანებები თავზე და სახეზე მიიღო, მას თვალიც დაზიანებული აქვს.
გარდაცვლილი ჩვილის დედა თათია მექერიშვილი ინციდენტს გიორგი ღვინიაშვილის გუშინდელ განცხადებას უკავშირებს, რომელმაც განაცხადა, რომ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე გახსნილია და შსს–მ ოჯახის წევრები სიცრუის დეტექტორზე შეამოწმა, თუმცა, შემოწმების შედეგებს არ ასაჯაროებს.
ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები მოითხოვენ, ღვინიაშვილმა დაასახელოს წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ზემოთათნიშნული განცხადება გააკეთა.
ილია მექერიშვილის ცემის ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაზარალებული სამართალდამცველებმა დაკითხეს.