მერაბ ჟორდანიას ჰოლანდიურმა სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა

Image

არნემის "ვიტესის" ყოფილ მფლობელ მერაბ ჟორდანიას ჰოლანდიის სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.

 


sportall.ge-ის ინფორმაციით, აღნიშნული სასჯელი ქართველ ბიზნესმენს არნემული კლუბის ახლანდელი დირექტორის, იოსტ დე ვიტისადმი მუქარის გამო მიესაჯა.

 


ჟორდანია დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა და მას შემდეგ, რაც დე ვიტმა ეს ამბავი გაასაჯაროვა და მერაბ ჟორდანიას კლუბის საწვრთნელ ბაზასა და სტადიონზე მისვლა 3 წლით აუკრძალა, ქართველმა მას ბოდიში მოუხადა და თქვა - ეს მხოლოდ ხუმრობა იყოო.

 


17 ივნისს საქმე დაიხურა, რადგან განაჩენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს არ გაუსაჩივრებია. თავად ჟორდანიას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

 


ჟურნალისტებთან ისაუბრა "ვიტესის" გენერალურმა დირექტორმა იოსტ დე ვიტმა. "ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საფრთხე და მუქარა შეწყვეტილიყო, რაც ასე მოხდა კიდეც", - განაცხადა დე ვიტმა. 

 


მერაბ ჟორდანიამ "ვიტესი" 2013 წლის ოქტომბერში დატოვა და ახლა მალტური "ვალეტას" მფლობელია. მისი კლუბი გასულ სეზონში მალტის ჩემპიონი გახდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !