-
2014-07-08 12:46
გელა დაიაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის წევრებს იხსენებს და დაბადების დღეს ულოცავს. ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გელა დაიაურის ორი შვილიდან ერთი - დემეტრე 8 ივლისს 6 წლისა გახდებოდა.
"სკოლის ასაკი.. პირველი კლასი.. ჩანთა, წიგნები და შენ... როგორი ოცნება მომიკვდა... გილოცავ შვილო... შენც, დემე, ჯარჯიც და თეოც არ მყავხართ.. მკვდარი დავდივარ.. გილოცავ დაბადების დღეს.. 6 წლისავ... უფალს ებარებოდეთ...", - წერს გელა დაიუარი.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 ივლისს ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზაზე მომავალი მანქანა, რომლითაც 10 ადამიანი მგზავრობდა, ადიდებულ მდინარეში გადავარდა. ტრაგედიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო გელა დაიაურის ცოლი თეონა ქუმსიაშვილი, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02