-
2014-07-08 10:48
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. ბელუ ორიზონტეში მასპინძელი ბრაზილია გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩში გამარჯვებული ფინალში ჰოლანდია-არგენტინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დღევანდელი მატჩის რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 23.45 საათიდან დაიწყება.
ბრაზიილის ნაკრებს 2 ლიდერი დააკლდება. ხერხემლის ტრავმის გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღებს ნეიმარი, ხოლო ტიაგო სილვა დისკვალიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ გერმანია ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატია, როდესაც ნახევარფინალში გასვლას ახერხებს. ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი 6-ჯერ არის, გერმანია კი, სამჯერ.
ბრაზილიამ მეოთხედფინალში გოლებით კოლუმბია დაამარცხა, გერმანიამ კი საფრანგეთი.
აღნიშნული გუნდები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლოს 2002 წელს დაუპირისპირდნენ. იოკოჰამაში გამართულ მატჩში ბრაზილიამ რონალდოს დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ჰოლანდია და არგენტინა დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ გაიმართება.