
შსს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა სოციალურ ქსელში ეხმაურება 23 ნოემბერს და მეგობრებსა და მოქალაქეებს მიმართავს.
თენგიზ გუნავა წერს:
"სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი !
გიორგობას გილოცავთ და ვარდების რევოლუციიდან 10 წლისთავს!
ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავლისთვის!
ჩვენ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს!
ჩვენ და თქვენ ერთად გავაგრძელებთ გზას ევროპისკენ!
არცერთი ნაბიჯი უკან !!!"