„პრაიმკრაიმის“ ცნობით, ორ ივლისს მოსკოვში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე „ნუკრი გალსკი“ დააკავეს.
27 წლის დოჩია იძებნებოდა. მედიის ცნობით, მას ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოუჩინეს. სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ ნარკოტიკის უკანონოდ შენახვა-გადატანისთვის აღიძრა.