-
2014-07-07 15:18
უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი და ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სატელევიზიო წამყვანი გახდეს.
ინფორმაციას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი facebook-ის პირად გვერდზე ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“GDS- ის თანამშრომლებისგან გავიგე, რომ საინტერესო სეზონი იწყება არხზე ;) პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებით. წარმატებებს ვუსურვებ არხს და ჩემს კოლეგებს.
P.S . პოლიტიკურ შოქ-შოუს წაიყვანს თურმე ბიძინა ივანიშვილი, ეკა ბერიძესთან ერთად:)” - წერს ჟორჟოლიანი.
"კომერსანტი" წერს, რომ ინფორმაცია ეკა ბერიძესთან გადაამოწმა, რომელმაც ის არც დაადასტურა და არც უარყო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26