
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადადა, წინა ხელისუფლება, „რუსთავი2“–ის მოპარვაში და მითვისებაში დაადანაშაულა.
განცხადება ხიდაშელმა გადაცემა „პოზიციის“ სტუდიაში, უმცირესობის წევრების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის თანდასწრებით გააკეთა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ „რუსთავი2“ ტაბელურ იარაღად აქცია.
ხიდაშელი აცხადებს, რომ ზურაბ დვალი ისეთივე რეპრესირებული ბიზნესმენია, როგორც ბევრი სხვა:
„ერთი თავდაცვის მინისტრიდან მეორე თავდაცვის მინისტრს გადაეცემოდა ეს ტელევიზია. ეს რა თქმა უნდა მაინტერესებს, იმიტომ, რომ დვალი ისეთივე რეპრესირებული ბიზნესმენია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და არ არის საჭირო ასეთი ცინიზმი, "რუსთავი 2" ისევე მოიპარეთ, როგორც "იმედი" თავის დროზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.