
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დღეს უკვე მეორედ გაიმეორა საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს.
ამის შესახებ დეპუტატმა „ფეისბუქში“ დაწერა:
"ის კითხვები, რომლებიც ბიზნესის დატერორების, სხვადასხვა კორუფციული საქმიანობისას და სქემების გამოაშკარავების შემდეგ არსებობს, ამ კითხვებს პასუხის უნდა გასცეს თავად ბატონმა სააკაშვილმა, მისმა გარემოცვამაც, გნებავთ ოჯახის წევრებმა.
არავის არ აქვს ხელშეუხებლობა. იმ საკითხებზე, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, უნდა ჩატარდეს ობიექტური კვლევა. ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს და ამის შემდეგ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ტიპის მასალები გროვდება და რა იკვეთება საბოლოოდ, რა ტიპის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება მიღებული, მაგრამ ამ ფაქტებზე გამოძიება საჭიროა", - წერს "ფეისბუქში" ბესელია.