დავით ზურაბიშვილის აზრით, „ვარდების რევოლუცია“ მხოლოდ მიშისტების დღესასწაულია

Image

დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება „ვარდების რევოლუციის“ ათ წლისთავს.

 

ზურაბიშვილი წერს, რომ ამ მოვლენის შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს:

 

„ვარდების რევოლუციის" ათი წლისთავის თაობაზე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ.

 

ამ მოვლენის შეფასება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს. ფანატიკოსები და შიშველი გადარეულები რომ გამოვრიცხოთ, მეტ-ნაკლებად ნორმალურ ხალხში იმ პერიოდის მიმართ არსებობს ორი საპირისპირო შეხედულება.

 

ერთნი თვლიან, რომ იყო ცუდი რაღაცეებიც, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო კარგი. ხოლო მეორენი თვლიან, რომ იყო კარგი რაღაცეებიც, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო ცუდი.

 

აქედან გამომდინარე, მეორე კატეგორიისთვის (და პირადად მეც ამ კატეგორიაში ვარ) „ვარდების რევოლუცია" ვერანაირად ვერ იქნება ის მოვლენა, რომელმაც თვისობრივად უკეთესობისკენ გარდატეხა სიტუაცია. ასე მხოლოდ იმათ შეიძლება მიაჩნდეთ, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდს არსებითად დადებით მოვლენად მიიჩნევს.

 

მოკლედ, მდაბიურად რომ ვთქვა, დღეს „ვარდების რევოლუცია" მხოლოდ მიშისტების დღესასწაულია და სხვა არავისი.

 

აქვე აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ ეს არ არის საზოგადოების გახლეჩვა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა, რადგან პირველთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია მათზე, ვინც მეორე კატეგორიაშია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე კატეგორია მთელი ქვეყანაა და პირველი კატეგორია კი მხოლოდ პოლიტიკური სიმპატიის საფუძველზე შეკრული უმცირესობა.

 

და მათთვის ამ საზეიმო დღეს, ერთი რამ მინდა ვუსურვო უმცირესობაში დარჩენილებს. პრინციპში ადრეც მითქვამს, მაგრამ გამეორება რისი დედაცაა, თავად მოგეხსენებათ.

 

ძვირფასო ფრენდებო და არაფრენდებო, ვისაც კი ვარდების რევოლუცია გედღესასწაულებათ: რაც მალე გააცნობიერებთ, რომ სააკაშვილის ძალადობრივი ხელისუფლების წინააღმდეგი იყო მთელი ერი - ლიბერალებიც, კონსერვატორებიც, ზომიერებიც, რადიკალებიც, მოხუცებიც, ახალგაზრდებიც, პროგრესულებიც, რეგრესულებიც და ა.შ. და ა.შ., და ეს არ იყო პრორუსი კორუმპირებულებისა და ბნელი მასის ამბოხი პროდასავლური ელიტის წინააღმდეგ, მით უკეთესი თქვენთვის. მთავარია ეს გააცნობიეროთ და დანარჩენი თავისით მოვა", – წერს ზურაბიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !