
„ვარდების რევოლუციის ჰიმნი“ ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით და ნიაზ დიასამიძის „ჩვენ ავაშენებთ სახლს“ – ეს ორი კლიპი გაიზიარა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“.
სააკაშვილი ამ ორი კლიპის გაზიარებით „ვარდების რევოლუციის“ 10 წლისთავს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ „ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ხვალ თბილისში, რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ქართველმა შემსრულებლებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა.