ვანო მერაბიშვილი: შსს-ს სტატისტიკა შევარდნაძე-თარგამაძის სტატისტიკას დაემსგავსა

Image

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ შსს-ს შევარდნაძის დასაყრდენი პოლიციელები მართავენ და რომ დანაშაულის რეგისტრაციის შემცირებით  შსს-მ მაჩვენებლები „გაიუმჯობესა“.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მას სპეციალურად ატარებენ 600 კმ-ზე იქეთ-აქეთ, რათა დისკომფორტი შეუქმნან, ხოლო მოწმეების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის დაკითხვით „ივანიშვილის პროკურატურა“ ცდილობს, მათზე და სხვა აქტივისტებზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს.

მერაბიშვილი შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პარადოქსულია სიტუაცია, როცა დაახლოებით 15.000 ადამიანის გამოშვება ციხიდან კი არ აურესებს, აუმჯობესებს კრიმინალურ ფონს ქვეყანაში.

რადიო „აფხაზეთის ხმა“ აქვეყნებს ვანო მერაბიშვილის განცხადების სრულ ტექსტს:

 

"მოგესალმებით,

 

როგორც ხედავთ, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით ქუთაისის სასამართლოში, სადაც გრძელდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

 

ეს არის სასამართლო, რომელიც ივანიშვილის პროკურატურამ სპეციალურად შეარჩია მის მიმართ ლოიალურობისა და მორჩილების ნიშნით.

 

მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ სასამართლომ, ივანიშვილის პროკურატურის პირდაპირი დაკვეთით, გასული ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენს საქმეზე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთხოვნა. 

 

ამ სასამართლომ არსებით განხილვებზე დასაკითხად პროკურატურას დაუმტკიცა მოწმეთა უპრეცედენტო რაოდენობა - 3969 მოწმე. მოწმეთა აღნიშნული რაოდენობა პროკურატურას სჭირდება, რათა ამოეფაროს მათ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დროს. ანალოგიური მცდელობა აქვს ქუთაისის სასამართლოს, რათა დაკითხოს მაქსიმალურად მეტი რაოდენობის მოწმე და ამოეფაროს მათ რაოდენობას, მათი ჩვენებების მხედველობაში მიღების გარეშე. 

 

დამატებით უნდა აღვნიშნო ერთი გარემოება - ივანიშვილის პროკურატურა, მის მორჩილ სასამართლოსთან ერთად ცდილობს, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შემიქმნან და ხშირად მატარონ 600 კილომეტრიან გზაზე, რათა ვერ მოვახდინო კონცენტრირება და ვერ დავიცვა ჩემი უფლებები. 

 

აქამდე გამართულმა ყველა სასამართლო პროცესმა აჩვენა, რომ ივანიშვილის პროკურატურას არა აქვს მტკიცებულებები. ისინი, ქუთაისის სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ, რაც შეიძლება გაახანგრძლივონ ჩემი უკანონო პატიმრობა, რაც შეიძლება გააწვალონ მოწმეები, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად, ჩემი ან ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობაზე არ საუბრობენ და განახორციელონ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მე ბრძოლა შევწყვიტო. გარდა ამისა, უპრეცედენტო რაოდენობის მოწმეების დაკითხვებზე და შემდგომ სასამართლო პროცესებზე ტარება მიზნად ისახავს ზეწოლა მოახდინონ ჩვენს აქტივისტებზე და დისკომფორტი შეუქმნან მათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობის გამო. 

 

მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და მის მორჩილ კონფორმისტებს - პროკურატურასა თუ სასამართლოში - უკანონო პატიმრობით, სპეციალურად აქეთ-იქეთ ხშირად ტარებითა და ამ უაზრო სასამართლო პროცესებით ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ, მათ ამისი იმედი ტყუილად აქვთ. 

 

ჩვენ ყველა ასპარეზზე ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას, და ეს ბრძოლა მიდის არა ჩემი თავისუფლების, არამედ საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისა და გაძლიერებისთვის. 

 

აქვე მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანასკნელ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2013 წლის პირველ 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59% იყო, რაც მკვეთრად აღემატება წინა, 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნებელს - 18.5%-ს. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით ამავე პერიოდში 2013 წელს მოხდა დაახლოებით 24 000 დანაშაული, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 31 000 იყო.

 

მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი საზოგადოების იმ რეაქციაზე, რაც ციხეებიდან პატიმრების მასობრივ გათავისუფლებას და შესაბამისად კრიმინალის ზრდას მოჰყვა. ცნობისთვის დაახლობით 15 000 ადამიანი გათავისუფლდა საპატიმროებიდან. 

 

შედეგად მივიღეთ ძალიან პარადოქსული სურათი - ციხეებიდან პატიმრების მასობრივმა გათავისუფლებამ დანაშაულის მაჩვენებელი კი არ გააუარესა, არამედ გააუმჯობესა კიდეც. 

 

როგორ ავხსნათ ეს ანომალიური მოვლენა? 

ვერსია 1 - აქამდე ციხეში მხოლოდ პატიოსანი ადამიანები ისხდნენ და როგორც კი ისინი „უკანონო“ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, არა თუ უარი თქვეს თავად ჩაედინათ დანაშაული, არამედ სხვა გარეთ მყოფი კრიმინალებიც დაარწმუნეს თავი შეეკავებინათ ამისგან. ჩემი განათლება და გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას ვირწმუნო ამ ვერსიის სანდოობა. 

 

ვერსია 2 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ფურცელზე მაინც გაეუმჯობესებინა სიტუაცია და ამით შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი. 

 

შედეგად მივიღეთ ის, რომ შემცირდა დანაშაულის რეგისტრაცია (და არა ჩადენილი დანაშაული) და შესაბამისად გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 

 

საინტერესოა, რომელ ქვეყნებში ვაწყდებით დანაშაულის გახსნის ანალოგიურ მაჩვენებლებს. საილუსტრაციოდ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელთაც მსგავსი მაჩვენებლები აქვთ: 

 

I ჯგუფი 

- უკრაინა (2011 წელი) – 57% - რუსეთის ფედერაცია (2012 წელი) – 54% - საქართველო (2003 წელი) – 76% - საქართველო (2013 წელი) – 59%. 

 

საინტერესოა რომელ ჯგუფში იყო საქართველო 2012 წელს გახსნის „დაბალი“ მაჩვენებლით: 

 

II ჯგუფი 

 

- აშშ (2012 წელი) – 22,3% - ჩეხეთი (2009 წელი) – 38% - შვედეთი (2010 წელი) – 31% - ნორვეგია (2010 წელი) – 29% - საქართველო (2012 წელი) – 18.5%. 

 

სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა შევარდნაძე-თარგამაძის სტატისტიკას დაემსგავსა. დღეს ამ უწყებას სწორედ იმ ეპოქის საყრდენი მილიციელები - ტაბატაძე, ბედია და სხვები მართავენ", - აცხადებს მერაბიშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !