
რუსთავის #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორმა პატიმარმა, დავით ორჟონიამ და ნუკრი ბელქანიამ შიმშილობა გამოაცხადა.
მოშიმშილე პატიმრებმა საგენტო "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა 223-ე მუხლის გაუქმებაა.
"ქურდული ტრადიციების მიმდევრობას გვწამებენ. ამოიღონ საერთოდ აღნიშნული მუხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას არ შევწყვეტთ და სხვა პატიმრებიც შემოგვიერთდებიან. ასევე გვინდა გადახედონ შეკრებითობის პრინციპს და არაღიარებულ საქმეებს. დიდი ხანია მსგავსი მოთხოვნები გვაქვს და არავინ ითვალისწინებს", - აცხადებენ პატიმრები "ნიუპოსტთან".
აღსანიშნავია, რომ პატიმრები მსგავსი მოთხოვნით რამდენიმე თვის წინაც შიმშილობდნენ.