
უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ლიტვის მთავრობას ტელეფონით შეატყობინა რუსეთის შანტაჟის შესახებ.
ამ სენსაციურ ინფორმაციას სააგენტო BNS ლიტვის პრეზიდენტის მრჩევლზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინაზე კრემლის ეკონომიკური ზეწოლის გამო, მას არ შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებას.
„უკრაინამ ვერ გაუძლო ეკონომიკურ ზეწოლასა და შანტაჟს. მას ემუქრებოდნენ რუსეთში იმპორტის შეწყვეტით, რაც უკრაინას მილიარდობით ზარალს მოუტანს“, - მოჰყავს BNS-ს ციტატა.