დონეცკში რუსეთის "პირველი არხის" ოპერატორი ანატოლი კლიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
რუსეთის "პირველი არხის" ინფორმაციით, ანატოლი კლიანი გადამღებ ჯგუფთან ერთად ერთ-ერთ სამხედრო ნაწილთან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც დაიჭრა. მოგვიანებით, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
17 ივნისს, ლუგანსკის ოლქში რუსული ტელეკომპანია Россия 1-ის კორესპონდენტი იგორ კარნელიუკი და ხმის რეჟისორი ანტონ ვოლოშინი დაიღუპნენ.