
ანაკლიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაცული წესით, 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას პოლიცია 236-ე და 239-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.