
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამერიკულ გამოცემა "The Wall Street Journal"-ის სარედაქციო წერილს "სააკაშვილი - საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი" გამოეხმაურა.
ქუცნაშვილის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ლობისტები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც მსგავს სტატიებს აქვეყნებენ:
"ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შეძლეს 9 წლის განმავლობაში მრავალრიცხოვანი ლობისტური კომპანიებისა და ადამიანთა ჯგუფების შეძენა, რომლებიც თავს დავალებულად თვლიან მათ წინაშე და ლაპარაკობენ იმას, რაც საჭიროა.
ნეტა ვინმემ სერიოზულად აღიქვა, ის რომ სააკაშვილს საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონად თვლიან? რომ გამოვკითხოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, არ მგონია, 1%-ზე მეტი აღმოჩნდეს იმ ტვინნაღრძობი ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონია. ეს გამორიცხულია", – განაცხადა ქუცნაშვილმა.