
2013 წლის 9 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან, გირაოდან და საპროცესო შეთანხმებებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 54 722 133 ლარი შევიდა.
მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხა წლების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:
2009 – 8 მლნ. 040 392 ლარი,
2010 – 42 მლნ. 361 459;
2011 – 51 მლნ. 009 723;
2012 – 38 მლნ. 627 586.