-
2013-11-20 22:48
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამაზ ჩხიკვაძის ძეგლის გახსნის შემდეგ რუსეთის დელეგაციას უმასპინძლა.
მარგველაშვილი მხატვარსა და მოქანდაკეს ზურაბ წერეთელს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ოლეგ კოშკინი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, „ფეისბუქში“ გავრცელდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14