
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.
დარბაზში მყოფი იმ დეპუტატებიდან, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, ანუ, 112-დან მთავრობის დამტკიცების მომხრე 93, 19 კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.
დღეს დამტკიცებული საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ალექსანდრე ჭიკაიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – სოზარ სუბარი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი – ალექსი პეტრიაშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია; საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – კოტე სურგულაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი – მირიანი ოდიშარია; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – შალვა ფიფია; საქართველოს განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე, გარემოს დაცვის და ბუნრებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგოლაძე.
2 დღის ვადაში ახალ მთავრობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაამტკიცებს.
ხვალიდან საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში ინაცვლებს.